Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტს მისი სავალდებულო მიწვევის თარიღის გადადებას სთხოვს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა დეპუტატ ლევან კობერიძის თხოვნით მიიწვია, პარლამენტს თარიღის გადადებას სთხოვს. წერილის ასლი, რომელიც მინისტრმა პარლამენტს დაუბრუნა, პრესსამსახურმა მედიასაშუალებებს დაუგზავნა.

ტიკარაძე პარლამენტს სთხოვს შეხვედრის თარიღის ივნისის ბოლო კვირაში ჩანიშვნას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, მინისტრი ვალდებულია მიწვევის შემდეგ გამოცხადდეს, პარლამენტმა კი თარიღი ერთი კვირით ადრე უნდა აცნობოს.

მინისტრი ამ წერილშივე მადლობას უხდის კომიტეტს და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მცირე ანგარიშს აბარებს.

"პირადად მე და სამინისტროს მთელი გუნდი უაღრესად ვაფასებთ კომიტეტის ინტერესს და ჩართულობას ჯანდაცვის სექტორის ეპიდემიაზე მზაობის გაუმჯობესების კუთხით", - ვკითხულობთ წერილში.

მინისტრი განმარტავს, რომ მას ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრემიერის მოხსენებისგან განსხვავებული ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლია. პრემიერის მოხსენება პარლამენტში 25 მაისს გაიმართა.

XS
SM
MD
LG