Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა სამამდე გაიზარდა


რუსეთის მიერ ოკუპირებული დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი სამამდე გაიზარდა.

ინფიცირების 2 ახალი შემთხვევის თაობაზე სააგენტო „რესს“ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა. მისი თქმით, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ მოქალაქეებს, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკაში 5 მაისს ჩავიდნენ.

„ორ მოქალაქეს კორონავირუსი ჩრდილოეთ ოსეთში ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩვენმა კოლეგებმა შეგვატყობინეს“, - განაცხადა მარინა კოჩიევამ.

მისი თქმით, დაავადებულები ინფექციურ საავადმყოფოში იზოლირებულად განთავსდნენ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ 6 მარტს შუადღისას განაცხადა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, მარინა კოჩიევას ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი დე ფაქტო რესპუბლიკაში 30 აპრილს რუსეთიდან ჩავიდა.

კოჩიევას განცხადებით, ეს პირი კარანტინში იმყოფებოდა და ტესტირება ტემპერატურის აწევის შემდეგ ჩაუტარდა. ექიმის თქმით, იზოლირებულია ყველა პირი, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა.

XS
SM
MD
LG