Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ზაზა აბაშიძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა


ზაზა აბაშიძე
ზაზა აბაშიძე

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გენერალურ პროკურორს მიმართა, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ზაზა აბაშიძის მიმართ.

პოლიტიკური პარტიის შეფასებით, ზაზა აბაშიძის მიერ სოციალურ ქსელში ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოხატული სიძულვილი და აგრესია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის. ლევან ბეჟაშვილის თანახმად, ზაზა აბაშიძის მიმართ სამართალწარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლის შესაბამისად უნდა დაიწყოს, რაც ძალადობრივი ქმედების საჯარო მოწოდებას გულისხმობს.

ლევან ბეჟაშვილის შფასებით, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ზაზა აბაშიძე საჯარო თანამდებობის პირია:

„2 მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა აბაშიძემ გააკეთა "ფეისბუკში" განცხადება კომენტარი სადაც მოუწოდებდა ერთ-ერთი ერთ-ერთი სოფლის აზერბაიჯანელი ეთნიკური მოსახლეობის მიმართ ეთნიკური შუღლის შემცველ განცხადებებს.

ბუნებრივია ეს ქმედება დამამძიმებელია მისი საჯარო სტატუსიდან გამომდინარე და ის რომ ასოცირებულია და პირდაპირ სახეს წარმოადგენს "ქართული ოცნების“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა პროკურატურასთან.

საუბარია ზაზა აბაშიძის კომენტარზე ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში მომხდარ ფაქტზე, როდესაც ადგილობრივებმა მედპერსონალს ხელი შეუშალეს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზების პროცესში. კერძოდ, ამ შემთხვევის შემდეგ ზაზა აბაშიძემ "ფეისბუკში" დაწერა, რომ სოფლის მცხოვრებლები უნდა „ჩაკეტონ და ამოხოცონ“. ამ ფრაზას თან ერთვოდა გინება.

აღნიშნულ განცხადებას მოგვიანებით მოჰყვა ძალადობის მოწოდების შემცველი მეორე განცხადებაც.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური გამონათქვამების გამო 4 მაისს ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენება და კანონის შესაბამისად დასჯა „ევროპულმა საქართველომაც" მოითხოვა.

ქვემო ქართლის მცხოვრებთა მიმართ გამოქვეყნებულ სიძულვილის შემცველ კომენტარებს პლატფორმა „არა ფობიაც“ გამოეხმაურა. პლატფორმისათვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები, რომლებიც „არა ფობიას“ თანახმად, აღვივებს ეთნიკურ შუღლს და ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.

XS
SM
MD
LG