Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე რემდესივირზე: საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს "გილეადთან"


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რემდესივირი საქართველომ უკვე შეუკვეთა მწარმოებელ კომპანიას „გილეადს".

ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს პრეპარატი ქვეყანას ექნება. მისივე თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობაში აღნიშნული პრეპარატის გამოყენების საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები არსებობს, თუმცა მათ შორის არის დამაიმედებელიც:

„ბოლოს ეს არის ძალიან დიდი მეცნიერის ფაუჩის გამოსვლა გუშინდელი, რომელმაც თქვა, რომ მან დაახლოებით 5-6 დღით დიდ კვლევაში შეამცირა ვირუსის გამოვლენის მაჩვენებელი ორგანიზმში და უფრო ნაადრევ ეტაპზე და ამავე დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შეამცირა, თუმცა უნდა ვთქვა რომ ძალიან ბევრი კვლევა მიდის ამ პრეპარატთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე ბრიფინგზე.

COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად შესაძლოა, პრეპარატი რემდესივირი გამოცხადდეს. ამის შესახებ თეთრ სახლში, 29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა აშშ-ის ალერგიული და ვირუსული დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანია „გილეადის“ მიერ, თავის დროზე „ებოლასთან“ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატი რემდესივირი 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.

XS
SM
MD
LG