ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პოლონეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო საქმე აღძრა მოსამართლეთა დისციპლინარული რეჟიმის გამო.
„სასამართლო სისტემის თაობაზე ახალი კანონი ძირს უთხრის პოლონელი მოსამართლეების სამართლებრივ დამოუკიდებლობას და შეუთავსებელია ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატეს როლთან,“ ნათქვამია ევროპის კომისიის 29 აპრილის განცხადებაში.
ზემოხსენებული კანონმდებლობა თებერვალში შევიდა ძალაში. ის შესაძლებელს ხდის მოსამართლეების დასჯას მთელი რიგი ქმედებებისთვის, მათ შორის სასამართლო რეფორმის კრიტიკისთვის.
ის ასევე უკრძალავს მოსამართლეებს, რომ იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები და პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის უფლებას ანიჭებს.
დისციპლინარული რეჟიმი მეოთხე სასამართლო სარჩელია, რომელიც ევროპის კომისიამ აღძრა პოლონეთის მმართველი პარტიის, კანონისა და სამართლიანობის პარტიის (PiS) წინააღმდეგ, რომლის რეფორმებმა, კრიტიკოსთა აზრით, გააძლიერა სახელმწიფოს კონტროლი მედიაზე, სასამართლოსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
პოლონეთს ორი თვე აქვს პასუხისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგეს და დაჯარიმდეს.