Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედდის დაინფიცირების შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალი განცხადებას ავრცელებს


გორის სამხედრო ჰოსპიტლის განცხადების თანახმად, უმცროს მედდას გეგმური PCR-ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19. განცხადებაში ნათქვამია, რომ ექთანს ჰოსპიტლის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

„აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობილი ხდება, რომ სანიტარი 28 აპრილს სოფელ კარალეთში ძმის ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად.

როგორც კარალეთში გორის მერის წარმომადგენელი, ჰამლეტ პეტუაშვილი ამბობს, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა დედასა და რძალთან, რომლებსაც ეპიდემიოლოგების მიერ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.

29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 178 და გარდაიცვალა ექვსი ადამიანი.

XS
SM
MD
LG