Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მოხუცთა თავშესაფრებსა და შშმ პირების პანსიონატებში ტესტირება დაიწყება


ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების ტესტირება დაიწყება. ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების ფარგლებში უახლოეს მომავალში რამდენიმე ჯგუფის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

მინისტრის თანახმად, ტესტირება დაიწყება მოხუცებულთა თავშესაფრებსა და სათემო პანსიონატებში, სადაც შშმ პირები იმყოფებიან, მათ შორის როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები:

„რათა მოხდეს ამ ჯგუფების დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ამ ინფექციის გავრცელება, რაც ნამდვილად იქნება სარისკო ამ ჯგუფებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მოწყვლად ჯგუფებში ტესტირება ხვალვე დაიწყოს, თუმცა დასძინა, რომ კონკრეტული თარიღი გამოცხადდება გარკვეული დოკუმენტური პროცედურების დასრულების შემდეგ.

XS
SM
MD
LG