ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია თავად კომიტეტმა გაავრცელა. განცხადების თანახმად, გარკვეულია ყველა იმ პირის ვინაობა, რომლებსაც COVID-19-ით ინფიცირებულ თანამშრომელთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა და ისინიც თვითიზოლაციაში არიან, შენობის ის სართული კი, სადაც მუშაობდნენ, დაიკეტა.
ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის, პარალიმპური კომიტეტის, ტოკიოს მთავრობისა და იაპონიის მთავრობის 3 800-მდე თანამშრომლისგან შედგება.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის წლეულს ზაფხულში უნდა ემასპინძლა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო და გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.