Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა უსაფრთხოების ზომების დაცვით


ოთხშაბათს სამხრეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით.

კენჭისყრა მსოფლიოს ყურადღების ცენტში იყო მოქცეული, ვინაიდან პანდემიამ ბევრი ქვეყანა იძულა, შეეცვალა საკუთარი პოლიტიკური კალენდარი.

ეგზიტპოლები გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ პრეზიდენტ მუნ ჩე ინის პარტიას, ერთიან დემოკრატიულ პარტიას. მუნ ჩენ ინი კიდევ ორი წლით რჩება სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე.

მთლიანობაში ქვეყანაში მუშაობდა 14 ათასი საარჩევნო უბანი. ყოველი მათგანს ჩაუტარდა დეზინფექცია. ამომრჩევლები ვალდებული იყვნენ, თან ჰქონოდათ დამცველი პირბადეები, სადეზინფექციო საშუალება და ხელთათმანები. ყველას, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობდა, სიცხეს უზომავდნენ.

პრეზიდენტის ერთობლივი დემოკრატიული პარტიის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის წარმატებული ბრძოლის ფონზე. მუნ ჩენ ინმა და მისმა მომხრეებმა 300-ადგილიან პარლამენტში 177 ადგილი შეიძლება მიიღონ.

ერთ პერიოდში სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ეპიდემია ინფექციის ყველაზე სერიოზულ ტალღად ითვლებოდა ჩინეთის ფარგლებს გარეთ. დღეს ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვის ყოველდღიური მატება 30-მდეა. მაკონტროლებელი ორგანოები ასეთ მონაცემებს მთელი გასული კვირის განმავლობაში იღებდნენ. მთლიანობაში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულია 10500-მდე ადამიანი, გარდაიცვალა 229. ხელისუფლება ამავე დროს აცხადებს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს დაავადების ახალი ტალღა, ამიტომ აუცილებელია ექიმების ყველა მითითების დაცვა.

არჩევნებში ამომრჩეველთა 66%-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. სამხრეთ კორეაში ეს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ყველაზე დიდი აქტივობაა 1992 წლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG