Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში აცხადებენ, რომ თვითიზოლაციაში ძირითადად რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტები არიან


ცხინვალი
ცხინვალი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში იმყოფება 208 ადამიანი.

დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფ საინფორმაციო სააგენტო „რესს“ მოჰყავს „რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის“ მარინა კოჩიევას განცხადება, რომ თვითიზოლაციაში მყოფთა უმეტესობა რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტია. კოჩიევას ცნობით, ცხინვალის საავადმყოფოში, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 5 ადამიანი და 1 ზნაურის რაიონში.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას 1 მაისამდე დაკეტილი აქვს რუსეთთან ე.წ. საზღვარი. ამასთან, რუსეთიდან ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნება შეუძლიათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ დღემდე „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

COVID-19-ის 3 შემთხვევა აქვს დადასტურებული საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას. კორონავირუსი დაუდგინდა ჯერ მოსკოვიდან დაბრუნებულ გაგრელ მამაკაცს და შემდეგ გაგრის კიდევ ორ მცხოვრებს, მათ შორის, 95 წლის ქალს.

XS
SM
MD
LG