საქართველოში 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. მოქმედებს კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ აკრძალულია გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით.
დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმა - ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარი, ხოლო იურიდიულ პირებზე - 15 000. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე პირებისა და ავტომანქანებისთვის.
კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოში 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ამოქმედებული „ფაქტობრივად საკარანტინო რეჟიმი“ სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს.
31 მარტის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა, მათგან 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 278.