იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი, თომას ბახი, დათანხმდა ტოკიოს ოლიმპიადის ერთი წლით გადადებას.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ბოლო დღეებამდე ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ოლიმპიადის ჩაშლის ან გადადების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლის ესტაფეტაც დაიწყეს მიუხედავად იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს მოწოდებისა, რომ ოლიმპიური თამაშები გადაედოთ კორონავირუსიის პანდემიის გამო.
უფრო ადრე კორონავირუსის გამო ერთი წლით გადაიდო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი.