Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა


მარნეულში, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ერთად კარანტინია გამოცხადებული, საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილზე მოაწყო სპეციალური სივრცეც, სადაც დეზინფექციას ჩაუტარებენ საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან შეხების მქონე პერსონალს.

შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი წუხელ გამოცხადდა კორონავირუსის COVID-19 შიდა გადაცემის გამო. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებმა გადაცემის წყარო ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალა.

XS
SM
MD
LG