Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გეგმა აქვს ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების შესაკავებლად


ეროვნული ბანკი მზადაა, ლარის კურსის შესანარჩუნებლად გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რაც მის ხელთაა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს, 18 მარტს ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უწყებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა, რათა მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომა გაეზარდოს. ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ ამას სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრებიც დაემატება.

"მნიშვნელოვანი მოცულობის ფინანსური დახმარება ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან და საგარეო შოკის ეკონომიკაზე ზეგავლენის მინიმილიზაციის საშუალებას მისცემს", - განმარტა გვენეტაძემ.

მისი თქმით, განიხილება, სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, უცხოური ვალუტის გაყიდვაც. გვენეტაძის ამ განცხადებას დროში ემთხვევა ეროვნული ბანკის ინიციატივა ხვალ, 19 მარტს 40 მლნ აშშ დოლარის გაყიდვის შესახებ.

ბოლო რამდენიმე დღეში, 6-დან 18 მარტის ჩათვლით, ლარი დოლართან 31 თეთრით გაუფასურდა.

XS
SM
MD
LG