კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები.
გადაწყვეტილება დღეს, 16 მარტს მიიღო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
საბჭოს გადაწყვეტილებითვე, კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა.
16 მარტის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით COVID-19 დაავადების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 637 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.