თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მსოფლიოშიკორონავირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდის გამო ბაღებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესისაღდგენამდე, ბავშვებისთვის განკუთვნილი არამალფულჭებადი პროდუქტები მათ მშობლებს გადაეცემა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბევრი ოჯახისთვის საბავშვო ბარში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია მათი სრულფასოვანი კვების თვალსაზრისითაც. სასწავლო პროცესის შეჩერებამ კი, კალაძის თქმით, შესაძლოა, ასეთ ოჯახებსა და ბავშვებს პრობლემები შეუქმნას, ხოლო მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს:
„ამიტომ გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფულჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს. პროდუქციის ჩამონათვალი შეთანხმებულია ნუტრიციოლოგისტებთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის სიტყვებით, მშობლებს დაფასოებული პროდუქტები 2 კვირაში ერთხელ გადაცემათ.
დარიგების პროცესი კი ხუთშაბათს, 19 მარტს დაიწყება.