Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსთან გლობალური ბრძოლა კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში შედის


მსოფლიოს გარშემო ქვეყნები განაგრძობენ ნაბიჯების გადადგმას კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, იმ ფონზე, როცა ჩინეთი, სადაც პანდემია დაიწყო, ინფიცირების შემთხვევების კლებას იუწყება.

გლობალური პანდემიის ცენტრი ევროპა ხდება, ესპანეთიდან რუსეთამდე ქვეყნები ამკაცრებენ სასაზღვრო ზომებს და ზღუდავენ მოქალაქეთა თავშეყრის ღონისძიებებს.

კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა 142,000-ს გადააჭარბა 135 ქვეყანაში, არეალსა თუ რეგიონში - იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 14 მარტს. დაღუპულია 5,391 ადამიანი.

ესპანეთიის მთავრობა ორი კვირით კიდევ უფრო მეტად ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილებას, რესტორნების და სხვა საჯარო დაწესებულებების მუშაობას. ესპანეთის მთავრობამ 14 მარტს ინფიცირებულთა რიცხვად 5,753 დაასახელა - შემთხვევათა ნახევარი მადრიდშია, ერთი მეოთხედი ბოლო 24 საათში იქნა გამოვლენილი. ეს ნიშნავს, რომ იტალიის შემდეგ ესპანეთი შესაძლოა ვირუსით ყველაზე მეტად მოცული ევროპული ქვეყანა გახდეს.

ქუჩები ცარიელია ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელშიც - ბელგიის მთავრობის ბრძანებით დაიხურა ევროკავშირის ინსტიტუტები, სკოლები, ბარები, რესტორნები, კინოთეატრები და მუზეუმები.

აშშ-ში პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 მარტს თქვა, რომ განიხილავს ევროპის 26 სახელმწიფოდან ფრენის შეზღუდვის განვრცობას დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზეც, რომლებსაც პირველ ეტაპზე აკრძალვა არ შეეხო. თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ ამოწმებს იმ პირთა სხეულის ტემპერატურას, რომლებსაც ახლო კონტაქტი აქვთ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან - ორივე მათგანი ახლახან ახლო დისტანციაზე იყო სულ მცირე ერთ უცხოელ ოფიციალურ პირთან, რომელსაც შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა.

XS
SM
MD
LG