Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air პოლონეთში ფრენებს აუქმებს გაურკვეველი დროით, კორონავირუსის გამო


15 მარტიდან ავიაკომპანია Wizz Air გაურკვეველი დროით აუქმებს ფრენებს პოლონეთში, ორივე მიმართულებით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო.

"ჯავშნის მქონე მგზავრებს, რომელთაც შეზღუდვა შეეხოთ, ავტომატურად იქნებიან ინფორმირებულნი ელ. ფოსტით... გადახდილი თანხის 120% ავტომატურად დაირიცხება მომხმარებლის WIZZ ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც ისინი შეძლებენ 24 თვის განმავლობაში კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად", - აცხადებს Wizz Air.

მგზავრებს, ასევე, შეეძლებათ თანხის ანაზღაურების მოთხოვნა, რასაც მეტი დრო დასჭირდება და ამ შემთხვევაში ისინი ფულის 100%-ს მიიღებენ.

მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air საქართველოდან პოლონეთის ექვს ქალაქში ასრულებს ფრენებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აწესებს შეზღუდვებს ავია თუ სახმელეთო მიმოსვლაზე. საზღვრები ჩაკეტილი აქვს საქართველოსაც რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანთან, ასევე, იტალიასთან, ჩინეთთან, ირანთან.

14 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების 30 შემთხვევა დასტურდება.

XS
SM
MD
LG