Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის პრევენციისთვის სასამართლო მოქალაქეებს ვიზიტების შეზღუდვისკენ მოუწოდებს


კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თბილისის საქალაქო სასამართლო მოქალაქეებს მიმართავს, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლოს ყოველდღიურად 3 ათასამდე მოქალაქე აკითხავს და ათობით პროცესი იმართება. მიუხედავად სადეზინფექციო სამუშაოებისა, ვიზიტორთა რაოდეობის სიმრავლე ვირუსის გავრცელების რისკს ამაღლებს, - აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.

საერთო სასამართლოებს რეკომენდაციით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც მიმართა. საბჭომ სასამართლოების ვიზიტორებს, მოქალაქეებს მიმართა თხოვნით, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ, დაიცვან როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.



XS
SM
MD
LG