Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: იტალიაში ჩარჩენილ ქართველებს ყველა ხარჯს დავუფარავთ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში ფრენების შეწყვეტისა და კარანტინის გამოცხადების გამო ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ყველა ხარჯს დაუფარავენ. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს.

პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დაიფარება საცხოვრებელის, კვებისა და ფრენის ხარჯები. თუმცა ინსტრუქცია, რომლის შესრულების შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში ცხოვრების ხარჯები აუნაზღაურდებათ, ჯერ გასაჯაროებული არ არის.

პარასკევს, 6 მარტს საქართველომ იტალიასთან ყველა ფრენა გააუქმა, რის გამოც მოქალაქეების ნაწილს ნაყიდი ბილეთები გაუუქმდათ. საქართველოს მთავრობის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე საათში იტალიის ნაწილში კარანტინი გამოცხადდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები განმარტავენ, იტალიიდან საქართველოში კორონავირუსის შემოტანის მომეტებული საფრთხე. ამ მიზეზით ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, თუ იტალიაში ნამყოფი ადამიანი საკუთარი სურვილით არ მოექცევა თვითიზოლაციაში, სხვებმა მასთან კონტაქტისგან თავი შეიკავონ.

XS
SM
MD
LG