Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კორონავირუსის მე-10 შემთხვევა ამირან გამყრელიძის შვილს დაუდასტურდა


საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების მე-10 შემთხვევა დაუდასტურდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს.

"გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონა ვირუსით", - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე ფეისბუკზე. მას კონტაქტი ჰქონდა ადრე გამოვლენილ ერთ შემთხვევასთან, რის შემდეგაც, როგორც ამბობს, თვითიზოლაციაში იყო.

დღეს, 7 მარტს, ინფექციურ საავადმყოფოში 46 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ კიდევ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და მათგან ყველა იყო ნეგატიური. მისივე თქმით, ახალი ტესტირებები 17 პაციენტს ჩაუტარდება.

"10 პაციენტიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საშუალოზე მძიმე, თუმცა ისიც სტაბილურია. ცხელება უგრძელდება, მაგრამ ჩივილები მინიმალურად აქვს გამოხატული", - აცხადებს ეზუგბაია და განაგრძობს: "გრძელდება ამ ჯგუფთან კონტაქტირებულთა კვლევა".

XS
SM
MD
LG