Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო მსოფლიოში საავიაციო სექტორი, დაახლოებით, 28 მილიარდ დოლარს იზარალებს


კორონავირუსის გამო მსოფლიოში საავიაციო სექტორი 28 მილიარდ დოლარამდე თანხას იზარალებს. ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციისგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ვირუსის გამო მხოლოდ ორ თვეში დანაკლისი 4,9 პროცენტია, წლის ბოლომდე კი ეს მაჩვენებელი 13 პროცენტს გაუტოლდება.

"საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მარტის თვე მაღალი გამოწვევებით სავსე იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში", - განმარტავენ უწყებაში.

XS
SM
MD
LG