Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC აჭარის ტელევიზიაზე - სრულად ვუჭერთ მხარს მაუწყებლის დასაქმებულების უნიკალურ ბრძოლას


"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობენ. ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მაუწყებელი დღეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის, საჯარო ინტერესებსა და სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული კრიტიკული მედიაა.

"ღირსეული, სამართლიანი და დემოკრატიული შრომითი გარემო თავისუფლების წინაპირობაა და ეს ყველაზე უკეთ მედიაორგანიზციებთან მიმართებით ჩანს. ჩვენთვის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის შენარჩუნება კრიტიკული და სოციალურად მგრძნობიარე მედიისა და საჯარო სივრცისთვის ბრძოლაა და სრულად ვუჭერთ მხარს მაუწყებლის დასაქმებულების ამ უნიკალურ ბრძოლას", - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან. პროტესტი განაპირობა მენეჯმენტის გადაწყვეტილებამ, რომლითაც აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილესა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორს, მაია მერკვილაძეს, ხელშეკრულება კანონის დარღვევით შეუცვალეს, ერთ-ერთ პროდიუსერს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს, დირექტორის პირველ მოადგილეს, ნათია ზოიძეს კი, უფლებამოსილება შეუმცირდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტთა ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად განიხილავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

XS
SM
MD
LG