Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: სტრატეგიულ პარტნიორებს შორის წერილებით ურთიერთობა არ უნდა მიმდინარეობდეს


აშშ-ის კონგრესმენებისგან მიღებულ არაერთ წერილს ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

„სტრატეგიულ პარტნიორებს შორის წერილებით ურთიერთობა არ უნდა მიმდინარეობდეს. ეს ჩვენი შეცდომაა, მათი შეცდომაა, ყველას შეცდომაა - რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი არის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს სტრატეგიული ურთიერთობები. ეს გამომდინარეობს ბუნებრივი ინტერესებიდან, როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების. ბოლოს და ბოლოს ეს არის ჩვენი მოსახლეობის 75%-ის გადაწყვეტილება. სხვა ყველაფერი არის პირობითი მოვლენები, რასაც ჩვენ ერთად, სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად, რა სიმძიმის კითხვებიც არ უნდა გვქონდეს, მოვაგვარებთ“, - ამბობს გიორგი გახარია.

გასული წლის ბოლოდან რამდენიმე ამერიკელმა კონგრესმენმა მიმართა გიორგი გახარიას საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკით. კონგრესმენების კრიტიკა შეეხებოდა დემოკრატიული პროცესების უკუსვლას, ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირებას, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და სხვა.

XS
SM
MD
LG