Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 წლის ზუგდიდელი ქალის გარდაცვალების მიზეზად გრიპის B ტიპის ვირუსს ასახელებენ


„უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი - გრიპის B ტიპის ვირუსი", - უთხრა რადიო თავისუფლებას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ 22 წლის ზუგდიდელი ქალის გარდაცვალების მიზეზის შესახებ. მისი სიტყვებით, სამწუხაროდ, დღეს ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, კორონავირუსი ყოფილიყო, რაც სიცრუეა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ 22 წლის ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, გართულებული პნევმონიით, 19 იანვარს შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, ქუთაისის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ოჯახს პაციენტის გადაყვანა თბილისში სურდა, თუმცა ის ტრანსპორტირებისას, გზაში გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიულად დადგენილია გრიპოზული ინფექციით გარდაცვალების მესამე შემთხვევა. მან ზუგდიდელი ქალის გარდაცვალების შემთხვევის შესახებაც ისაუბრა.

„ლაბორატორიულად შესწავლილია ეს შემთხვევა და სამწუხაროდ დადასტურებლია B ტიპის გრიპის ვირუსი. B ტიპის ვიქტორიას შტამი ტრიალებს ახლა საქართველოში. ეს იყო გამოწვეული გრიპით და არავითარი კავშირი მას კორონავირუსულ ინფექციასთან არ აქვს," - ამბობს ამირან გამყრელიძე.

XS
SM
MD
LG