Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მოულოდენლად ჩავიდა დამასკში ასადთან შესახვედრად


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 იანვარს ჩაფრინდა სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან შესახვედრად და ამ ქვეყანაში განლაგებულ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლებთან საკონსულტაციოდ.

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი დამასკის აეროპორტიდან მანქანით გაემგზავრა რუსეთის არმიის დაჯგუფების შტაბ-ბინაში, სადაც რუსეთის ლიდერი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.

„ორი ქვეყნის ლიდერებმა სამხედროებისგან მოისმინეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შექმნილი ვითარების თაობაზე მომზადებული მოხსენება“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთი განუხრელად უჭერს მხარს 2011 წლიდან სამოქალაქო ომში ჩაფლულ სირიის რეჟიმს. გზად პუტინი, როგორც პესკოვი ამბობს, დამასკის ქუჩებში აკვირდებოდა, თუ როგორ უბრუნდება დედაქალაქი მშვიდობიან ცხოვრებას. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სირიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პუტინს სამხედრო დახმარებისათვის და სტუმარს შობის დღესასწაული მიულოცა.

XS
SM
MD
LG