Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: თეირანის შესაძლო აგრესიას აშშ ირანის 52 ობიექტზე დარტყმით უპასუხებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა განსაზღვრა ირანის 52 ობიექტი, რომლებსაც „ძალიან სწრაფად და ძალიან ძლიერ დარტყმას“ მიაყენებენ, თუ თეირანი იერიშს მიიტანს ამერიკულ სამიზნეზე.

ამ დროს აშშ-ის ქუჩებში ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურის მოკვლის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

„ირანი ძალიან თამამად ამბობს, რომ აშშ-ის ობიექტებს დაარტყამს, რათა შური იძიოს იმის გამო, რომ ჩვენ მსოფლიოს მოვაშორეთ მათი ტერორისტი ლიდერი, რომელმაც ახლახან მოკლა ერთი ამერიკელი და დაჭრა ბევრი სხვა, რომ არაფერი ვთქვათ ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც მან თავისი სიცოცხლის მანძილზე დახოცა, ირანელი დემონსტრანტების ჩათვლით“, დაწერა ტრამპმა ტვიტერში 4 იანვარს.

აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ყასემ სოლეიმანი, რომელიც 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად იქნა მოკლული ბაღდადში, თავს დაესხა აშშ-ის საელჩოს ბაღდადში და ამზადებდა „სხვა ადგილებზე თავდასხმებს“.

„ირანი პრობლემას წარმოადგენს წლების განმავლობაში. ეს ჩემი გაფრთხილება იქნება, რომ თუ ირანი თავს დაესხმება ამერიკელებს, ან ამერიკის ობიექტებს, ჩვენ განვსაზღვრეთ ირანის 52 (წლების წინ ირანის მიერ მძევლად აყვანილი ამერიკელების რაოდენობის შესაბამისად), მათ შორის, მაღალი დონის, ირანისა და მისი კულტურისათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ობიექტი.

ტრამპის მიერ „კულტურის“ ობიექტების ხსენება პოტენციურ სამიზნეებთან ერთად, მის მიმართ კრიტიკის საგანი გახდა.

XS
SM
MD
LG