Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევსა და სეპარატისტებს შორს პატიმრების გაცვლა „მშვიდობისკენ გადადგმულ ჰუმანიტარულ ნაბიჯად“ შეფასდა


დასავლეთის ლიდერები და რუსეთი მიესალმნენ პატიმრების დიდი ჯგუფის გაცვლას კიევსა და უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ხუთწლიანი ომის დასრულების მცდელობების ფონზე.

200 პატიმარს შორის, რომლებიც გაცვლილ იქნენ 29 დეკემბერს დონეცკის რეგიონში გამშვებ პუნქტზე, იყვნენ სამხედროები, სამოქალაქო პირები, „ბერკუტის“ - უკრაინის უშიშროების დაშლილი სამსახურის, წევრები და რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების ორი ჟურნალისტი.

უკრაინას გადაეცა 76 მოქალაქე, რომლებიც რუსეთის ფედერაციისა და დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებში ჰყავდათ დაპატიმრებული. პასუხად კიევმა 127 კაცი გაათავისუფლა. თუმცა, მათგან 17-მა უარი თქვა სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პატიმრების გაცვლა შეაფასა, როგორც „მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ნაბიჯი“. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კი აქტს უწოდეს „ჰუმანიტარული ზომა, რომელსაც დიდხანს მოელოდნენ“.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ყოფილ პატიმრებს და მათ ახლობლებს, როცა ისინი კიევის აეროპორტში ჩაფრინდნენ. ზელენსკი შეეხო „ბერკუტის“ ხუთი წევრის გადაცემის სადავო გადაწყვეტილებას. მათ ბრალად ედებათ 2014 წელს მაიდანის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა დახოცვა.

ზელენკიმ განაცხადა, რომ ჩვენი ერთი მზვერავის სანაცვლოდ „ბერკუტის“ ასი წევრის გადაცემა რომ ყოფილიყო საჭირო, მაინც გავცვლიდიო. პატიმრების გაცვლის შეთანხმება მოხდა „ნორმანდიის ოთხეულის“ - გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის და უკრაინის სამიტზე, დეკემბერის დასაწყისში.

XS
SM
MD
LG