რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებს სალობიე „ბიას“ მეპატრონე გიორგი იოსავა.
„გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემს სალობიე „ბია"ს ესტუმრა სალომე „ბუა"
სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს“, - წერს „ფეისბუკზე“ გიორგი იოსავა და იქვე ურთავს „ჰეშთეგს" #სტუმარიღვთისაა
25 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო დემონსტრაციის მიმდინარეობისას „ფეისბუკში“ სალობიეში გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი იყო აღბეჭდილი.
რამდენიმე აქტივისტი სალობიეს შესასვლელთან მივიდა და ჯონჯოლი მიიტანა. მათ პრეზიდენტს გამოსვლა და დალაპარაკება მოსთხოვეს.
პრეზიდენტმა სალობიე პოლიციის თანხლებით და შეძახილების („მონა!", „მონა!") ფონზე დატოვა.