ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა (1962-1978) სენიორთა მსოფლიო პირველობაზე იმარჯვა და მეშვიდედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ვეტერან მოჭადრაკეებს შორის.
ბუქარესტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 78 წლის ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის ქალებს შორის შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და 8,5 ქულა დააგროვა.