Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საკუთარ მოედანზე ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის


საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ორი თამაშის მოგება აშორებს. ამასთან, ორივე მატჩს საქართველო უმასპინძლებს.

22 ნოემბერს, შვეიცარიაში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ თუკი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 2020 წლის 26 მარტს საქართველოში ბელორუსიის ნაკრებს მოუგებს, ერთა ლიგის ფინალშიც მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს.

ფინალი 31 მარტს შედგება და საქართველო-ბელორუსიის წყვილიდან გასულის მეტოქე იქნება ჩრდილოეთ მაკედონია ან კოსოვო.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი კი 12 ივნისს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში, ჯგუფური ეტაპისა და პლეი ოფის თამაშები უეფას წევრ თორმეტ ქვეყანაში გაიმართება. ევროპირველობის ფინალი 12 ივლისს, ლონდონში შედგება.

XS
SM
MD
LG