Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლექსო, გზები და სახლები


ლექსო, გზები და სახლები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:59 0:00

ლექსო ჩარკვიანი ის კაცია, ვინც თავისუფალ დროს მანქანაში ჯდება, ქუთაისიდან რაჭა-ლეჩხუმის გზას დაადგება და შემხვედრ სოფლებში ალალბედზე დაეძებს ძველ, სანახევროდ მიტოვებულ სახლებს. მერე მათ მეპატრონეს პოულობს და თუ მათ სახლის გაყიდვის სურვილი გაუჩნდებათ, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე - „დაკარგული სამოთხე“ ფეისბუკლაივს რთავს და დეტალურდ აღწერს როგორი სახლია, სად დგას და რა მდგომარეობაშია.

ლექსი ჩარკვიანი ის კაცია, ვინც თავისუფალ დროს მანქანაში ჯდება, ქუთაისიდან რაჭა-ლეჩხუმის გზას დაადგება და შემხვედრ სოფლებში ალალბედზე დაეძებს ძველ, სანახევროდ მიტოვებულ სახლებს. მერე მათ მეპატრონეს პოულობს და თუ მათ სახლის გაყიდვის სურვილი გაუჩნდებათ, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე - „დაკარგული სამოთხე“ ფეისბუკლაივს რთავს და დეტალურდ აღწერს როგორი სახლია, სად დგას და რა მდგომაროებაშია.
სახლი, ზოგჯერ ლაივის დასრულებამდე იყიდება. მერე სახლის პატრონის ნომერს მიაწერს და თვითონ სხვა სოფელში აგრძელებს გზას სახლების საძებნელად. სახლის ძველი და ახალი პატრონები კი თავად ურიგდებიან ერთმანეთს ფასსა და სხვა დეტალებზე.

ლექსოს ლაივების შემდეგ უკვე ასეთი 52 მიტოვებული სახლი გაიყიდა - მისი მიზანი ამ გზით რაჭა-ლეჩხუმში ხალხის დაბრუნებაა. ოცნებობს, რომ, როცა 100 სახლზე ავა, ყველას სადმე ერთ ეზოში მოუყაროს თავი და ერთმანეთი გააცნოს.
ძველი სახლებისთვის ახალ პატრონებს ლექსო ჩარკვიანი უანგაროდ პოულობს - თუ ვინმე დაასაჩუქრებს, ისევ საწვავს ყიდულობს და ახალ-ახალ სოფლებში მიდის - მხოლოდ იმ იდეით, რომ კიდევ ვინმეს გაახარებს, სახლს გადაარჩენს და ისედაც დაცლილ სოფლებში, თუნდაც ზაფხულობით, ახალ მოსახლეებს მიიყვანს.
XS
SM
MD
LG