Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ხორვატიასთან სტუმრად წააგო


საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2019 წლის სეზონი ამხანაგური მატჩით დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 19 ნოემბერს, ქალაქ პულაში, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამარცხდა, ანგარიშით 1:2.

მეცხრამეტე წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა, გიორგი პაპუნაშვილის გოლით. მასპინძლებმა ექვს წუთში გაათანაბრეს, გურამ კაშიას ავტოგოლით. შესვენების შემდეგ კი ანგარიში ერთადერთხელ შეიცვალა - საბოლოო შედეგი პერიშიჩმა დააფიქსირა.

XS
SM
MD
LG