Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა გამოაცხადეს მოქმედების გეგმა


„25 ნოემბერს მასშტაბური შეკრება და კვლავ პარლამენტის შენობის პიკეტირება“ -რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ სამოქმედო გეგმა გამოაცხადა.

დიღმელაშვილის თქმით, „ორშაბათს (25 ნოემბერს ) რუსთაველის გამზირზე იქნება ძალიან დიდი შეკრება. ისევ გადაწყდება პიკეტი და ისევ მოუწევთ ჩვენი დაშლა“.

პიკეტის მიზანი არის სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლა.

„დეპუტატებს თუ მოუნდებათ პარლამენტში შესვლა ,ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ ყველა უნდა გაგვწიონ, მოიყვანონ წყლის ჭავლის მანქანა და 5000 პოლიციელი“, - თქვა დიღმელაშვილმა.

როგორც დიღმელაშვილი ამბობს, მათ ოპოზიცია დაეხმარება. შეიქმნა საბჭო, სადაც ოპოზიციური პარტიების ერთობლივ შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოებიდან წარმომადგენელი დაესწრება.

„ოპოზიციას აქვს ცალკე გეგმები, რომლის ასახსნელადაც გუგავა მოვა“, - დიღმელაშვილმა სიტყვა „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალურ მდივანს გიორგი გუგავას გადასცა.

გიორგი გუგავამ ოპოზიციური ფორმატის სახელით გამოაცხადა მოქმედების შეთანხმებული გეგმა.

ორშაბათს 7 საათზე ოპოზიცია შეიკრიბება რესპუბლიკის მოედანზე, იგეგმება ფართომასშტაბიანი მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ და კვლავ პარლამენტის პიკეტირება.

„ჩვენ ვაიძულებთ, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი, სამართლიანი, პროპორციული არჩევნებით დამთავრდეს“, - აცხადებს გუგავა.

ამავე დროს, როგორც გიორგი გუგავა ამბობს, „ორშაბათამდე ყოველდღიურად გაიმართება უმწვავესი აქციები, ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებები. უნდა ვაიძულოთ, რომ დაჰყვნენ ქართველი ხალხის ნებას და მოშორდნენ ამ ქვეყანას“.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია.

XS
SM
MD
LG