Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის მთებიდან ხანძრის კვამლი ქალაქებამდე აღწევს


ოკუპირებულ აფხაზეთში კვირაზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ მაღალმთიანი სოფლის, ფსხუს ტყიდან დაწყებული ხანძრის ჩაქრობას.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ცეცხლის კერები პირველად 10 ნოემბერს აღმოაჩინა და რუსეთს ავიაციით დახმარება მალევე სთხოვა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი მი-8 აფხაზეთში მხოლოდ 16 ნოემბერს გაგზავნეს. სააგენტო „ტას“-ის ინფორმაციით, 17 ნოემბერს დონის როსტოვიდან აფხაზეთში ჩავიდა თვითმფრინავი-ამფიბიაც ბე-200.

რუსული და აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამჟამად ცეცხლი მოდებულია 11 ათას ჰექტარზე, მათ შორის, ფსხუ-გუმისთის ნაკრძალში. მთებიდან წამოსული კვამლი პერიოდულად დგება სოხუმში, გაგრასა და ტყვარჩელში.


XS
SM
MD
LG