Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პატრიოტთა ალიანსი" ხელმოწერებს აგროვებს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების მიზნით


გიორგი ლომია, ადა მარშანია
გიორგი ლომია, ადა მარშანია

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განუცხადა, დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება ინდივიდუალური შეხვედრების საფუძველზე უწევთ:

„იმედი გვქონდა, რომ დღეს პლენარული სხდომა ჩატარდებოდა და სხდომაზე 76 ხმის მოგროვება გაგვიადვილდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხდომა გააუქმეს. ამის შესახებ დილით გავიგეთ. სია ამოვიღეთ, ვინც მხარი დაუჭირა და ინდივიდუალურად გვიწევს კონტაქტი და ხელმოწერების შეგროვება. იმედია, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი, გონს მოვა და არ დააყენებს ქვეყანას რეალური კრიზისის წინაშე და პროექტს მხარს დაუჭერენ. არ მგონია, აქციების ფონზე რომელიმე დეპუტატმა გაუძლოს, თუნდაც ხალხის ფსიქოლოგიურ ზეწოლას და პროექტის წინააღმდეგ წავიდეს. თუ აქცია არ იქნება საკმარისი, დეპუტატებს დესტრუქციას საკუთარ რეგიონებში ხალხი მოუწყობს“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოს პარლამენტს შესთავაზა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 0,67-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი 0,7-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერით შეიცვლება.

14 ნოემბერს, პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

XS
SM
MD
LG