Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოპალიანი ამბობს, რომ ხოშტარიამ და ბოკუჩავამ დაუჭრეს დეპუტატის მოწმობა


„ქართული ოცნების“ დეპუტატის კარლო კოპალიანის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ დეპუტატის მოწმობა დაუჭრეს.

„ეს არის ჩემი პარლამენტის წევრის მოწმობა, ქალბატონები დამესხნენ თავს - ხოშტარია და ბოკუჩავა. ერთმა ამოიღო, მეორემ მაკრატლით გაჭრა, ეს არის დანაშაული. მართლა ვერ მივხვდი, რა იყო მიზანი. ეს ადამიანები, თუ შეილძლება ამას ადამიანობა ვუწოდოთ, ასე იქცეოდნენ 9 წელი საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის წინაშე“, - თქვა კარლო კოპალიანმა.

პარლამენტმა პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო, რასაც სხდომათა დარბააზში უკმაყოფილება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG