"პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი" - ასე ეხმაურება იღუმენია თამარ გამყრელიძე მეუფე პეტრე ცაავას მღვდელთმთავრობიდან გადაყენებას.
"მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა მეუფე პეტრეს დასჯით და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გამოიტანოთ დასკვნები, ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი. წლებია მეუფე შიგნით ეკლესიაში ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას, რაც სამწუხაროდ ამ შედეგით დამთავრდა... ეხლა მაინც ხომ გასაგებია, რატომ ხდება ცოდვის წახალისება ეკლესიაში და დაუსჯელობა!" - წერს გამყრელიძე საკუთარ ფეისბუკზე.
ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი ჩამოართვა პატრიარქმა სინოდის სხდომაზე მას შემდეგ, რაც - მეუფის განცხადებით - მან ილია მეორე ამხილა "მამათმავლობასა და პიდარასტულ ცოდვაში".