Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და სირიელი ქურთები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში


სირიის ჩრდილოეთში, კონფლიქტის ორივე მხარე, თურქეთი და სირიელი ქურთები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. შეთანხმება ანკარაში იქნა მიღწეული აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის შუამავლობით.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ტერორისტებმა“, როგორც ანკარა უწოდებს ქურთ მებრძოლებს, 36 საათის განმავლობაში 14- ჯერ განახოციელეს თავდასხმა. მათი უმეტესობა მოხდა ქალაქ რას ალ-აუნში, თურქეთის საზღვართან. თურქი სამხედროების თქმით, ისინი ზავის პირობებს იცავენ.

როგორც მეთვალყურეები იტყობინებიან, საბრძოლო მოქმედების ინტენსიურობა მნიშვნელოვნად დაბალია.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ მიესალმა ზავს და ტვიტერში დაწერა, რომ შეთანხმებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

თურქეთი დათანხმდა, ხუთი დღით შეჩერებინა საბრძოლო მოქმედება 22 ოქტომბრამდე, იმ პირობით, რომ ქურთთა ძალები საზღვრისპირა 30-კილომეტრიანი ზონიდან გავიდოდნენ. სხვა შემთხვევაში ანკარა განაახლებს ოპერაციას.

სამშაბათს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოანი რუსეთს ეწვევა. რუსეთის სამხედროებმა თურქეთის გააქტიურების და ქურთებისგან მიღებული თანხმობის შემდეგ დაიკავეს ქალაქი მანბიჯი და სხვა ტერიტორიები, რომლებიც ადრე აშშ-ის არმიამ დატოვა.

XS
SM
MD
LG