Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა თადუმაძე „მუქარის წერილზე“: ჩვენ ვნახავთ, ეს არის თუ არა ფარატინა ფურცელი


გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისთვის, სავარაუდოდ, გადაცემული მუქარის წერილის საკითხზე საუბრობს.

„ჩვენთან არ არის აღნიშნული წერილი წარმოდგენილი, შესაბამისად, მე არ ვიცი. ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებებს მოვახდენთ. ჩვენ ვნახავთ, ეს არის თუ არა ფარატინა ფურცელი და თუ ფარატინა ფურცელია, გეტყვით, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი“, - ამბობს შალვა თადუმაძე.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „მუქარის წერილის“ დედნის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, დაზღვევის მექანიზმზე სახალხო დამცველთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

პროკურატურის განცხადებით, „მამუკა ხაზარაძემ ფარატინა ფურცელი წარმოადგინა“. „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

XS
SM
MD
LG