Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკუჩავა: თადუმაძის დიპლომი ყალბია, მან უნდა მოხსნას კანდიდატურა და გადადგეს პროკურორის თანამდებობიდან


ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ შალვა თადუმაძემ უნდა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე და დატოვოს გენერალური პროკურორის თანამდებობა.

"სხვაგვარად ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ დაიწყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული იმპიჩმენტის პროცედურა", - ამბობს ბოკუჩავა და აგრძელებს: "მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გასაუბრება საერთოდ არ უნდა შედგეს".

ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი ყალბია.

საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შესაძლოა ყალბი დიპლომის მფლობელი იყოს. სახალხო დამცველისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული ორი დამოუკიდებელი ანგარიშით, თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება და ის შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნას უმაღლესი განათლების შესახებ.

წაიკითხეთ: გენერალურ პროკურორს და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს, შესაძლოა, ყალბი დიპლომი ჰქონდეს

XS
SM
MD
LG