Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე მივიდა


სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მას საგამოძიებო მხარდამჭერები დახვდნენ.

"ამ ქვეყანაში იქნება კრიტიკული მედია. ქვეყანა რომ დიქტატურის ჭაობში არ გადაიჩეხოს, აუცილებელია კრიტიკული მედია“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე“, - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გენერალური პროკურატურიდან მიაწოდეს.

3 ოქტომბერს ამავე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.

საქმე, სავარაუდოდ, ეხება „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ეპიზოდს.

2 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურაში „ინტერმედია პლუსის“ საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალური დირექტორის ზურაბ გუმბარიძის გამოკითხვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG