თბილსის მერი კახა კალაძე „გირჩის“ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც პარტიის მხრიდან ტაქსის რეგულაციის საპასუხო ნაბიჯია.
„შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან მიიშმაქსებიან“, – უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერმა.
„გირჩის“ განცხადებით, ახალი პროდუქტი - „ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი“ - მგზავრებს სასურველ ადგილზე გადაყვანასთან ერთად მიაწოდებს „საღ აზრს და სწორ მორალს“ და დაეხმარება განათლების გაღრმავებაში.
როგორც „გირჩის“ წარმომადგენლები ამბობენ, „შმაქსის" თანამშრომლებს მომსახურებას აუნაზღაურებენ არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგძლივობის შესაბამისად.
კომპანია „შმაქსი” იურიდიულად რეგისტიტრებულია. მისი ერთადერთი დამფუძლებელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახლავთ.
„გირჩის" წარმომადგენლები თბილისში ავტომანქანებზე „შმაქსის" ნიშნით აღჭურვილები მოძრაობდნენ, თუმცა ჯერჯერობით საპატრულო პოლიციას ისინი არ დაუჯარიმებია.