Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანმა განაცხადა, რომ წარმატებით გაუშვა ბალისტიკური რაკეტა წყალქვეშა ნავიდან


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წარმატებით გაუშვა ბალისტიკური რაკეტა წყალქვეშა ნავიდან. ამგვარად, ფხენიანმა უკვე მეორე ბირთვული გამოცდა ჩაატარა უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში. ტესტს აკონტროლებდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

დღეს დილით კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოცადა მესამე ვერსია თავისი ბალისტიკური რაკეტისა, რომელიც სამი წლის წინ გამოუშვა. მასზე მუშაობა გრძელდება.

ადრე გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მოქმედება და ფხენიანს ბრალი დასდო პროვოკაციებსა და სხვა ქვეყნების მიმართ მუქარაში. რაკეტების გაშვება შედგა მას მერე, რაც გამოცხადდა აშშ-სა და კსდრ-ს შორის მოლაპარაკებების შესახებ. მოლაპარაკებები შაბათისთვის არის დანიშნული. მანამდე ვაშინგტონმა ფხენიანს პირობა მისცა, რომ მის მიმართ სანქციები შესუსტდება ბირთვული გამოცდების შეწყვეტის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG