2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 % შეადგინა ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.
ინფლაციის გამო ფასები გაზრდილია საკვებ პროდუქტებზეც, უალკოლო სასმელებზე და თამბაქოზე.
სურსათის ჯგუფში ფასები 11,7 %-ია გაიზარდა. კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალზე საფებმა შემდეგნაირად მოიმატა:
რძე, ყველი და კვერცხი 14,6 %
თევზეული 16,1 %
ხორცი და ხორცის პროდუქტები 12,6 %
შაქარი და სხვა ტკბილეული 13,2 %
პური და პურპროდუქტები 10,8 %
ბოსტნეული და ბაღჩეული 10,1 %
მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები 7,6 %
ზეთი და ცხიმი 3 %
ალკოჰოლურ სასმელსა და თამბაქოზე ფასი 14,6 %-ითაა გაზრდილი
თამბაქოს ნაწარმზე 29 %
ალკოჰოლურ სასმელებზე 2,6 % .
ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე, დასვენებასა და ჯანდაცვაზეც
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები 3.9 %-ით გაიზარდა.
სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 9.1 %,
პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 4%
სატრანსპორტო მომსახურებაზე 2%
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.9%-ით,
ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე 6.6 %
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 4 %-ით,
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 3.7 %
საავადმყოფოების მომსახურება 1.1 %