Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წლისთვის გარკვეულ ჯგუფებს პენსია და ხელფასი ეზრდებათ


მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობა რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომის დაწყებისას აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებულია მასწავლებლებზე, ექიმებზე, ჯარისკაცებსა და სამართალდამცავებზე.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველა პენსიონერის, 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსია 20 ლარით გაიზრდება.

პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 50 ლარით გაიზრდება. სოფლის ექიმების ხელფასი კი 100 ლარით მოიმატებს.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზეც ისაუბრა. სრულ განაკვეთზე მყოფ მასწავლებლებს მიმდინარე წელს და 2020 სასწავლო წლიდან ხელფასი 300 ლარით მოემატებათ.

ბაღის მასწავლებლები კი 2020 სასწავლო წლიდან 100 ლარით გაზრდილ ხელფასს აიღებენ.

სამართალდამცველებისთვის, ჯარისკაცებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ხელფასი გაიზრდება მინიმუმ 125 ლარით.

„ეს ბიუჯეტი არის გამსჭვალული იმით, რომ ხალხის ფული მაქსიმალურად უნდა მოხმარდეს ხალხს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

XS
SM
MD
LG