Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, უარი თქვას "ხელის გადაგრეხვის" მეთოდებზე


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, თუ მათთან ურთიერთობას „ხელის გადაგრეხვის“ პრინციპით გააგრძელებს, „დაელოდოს იმ პასუხებს, რასაც მიიღებს“. დეპუტატი ამბობს, რომ „ზარდიაშვილი და „ქართული ოცნება“ დღეს ერთი და იგივეა და ეს წარსულის ყველაზე მანკიერ სახეს განასახიერებს.

„თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს მოსამართლეები ასე გავლენ, თუ „ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ გაბედავენ და ამ მოსამართლეებს თავზე მოგვახვევენ, ძალიან ცდებიან. ყველა ფორმას, კანონით დასაშვებ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რომ ამ პროცესს წინ აღვუდგეთ. ეს იქნება ფიზიკური წინააღმდეგობა, მორალური თუ სამართლებრივი. ეს არის გაფრთხილება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამოცხადებული შესვენების დროს.

სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, შესვენება კი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ეკა ბესელია დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს დაუპირისპირდა და ფიზიკურადაც შეეხო.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას, რომელშიც ისმოდა "ბესელიას მორალი."

"ადეიშვილის ხელის ბიჭო," "ენას ამოგაგლეჯ, შე ნაძირალავ", "თავს გაგივიდათ" - ისმოდა ფრაგმენტულად ეკა ბესელიას მხრიდან.

XS
SM
MD
LG