ზუგდიდში, სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე დაიჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი, 20 წლის კ. გ.
როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგუშაგოზე სამხედრო მოსამსახურეს სავარაუდოდ გაუვარდა იარაღი და თვითდაზიანება მიიყენა ფეხის არეში. შსს-ს თანახმად, დაზიანება მძიმე არ არის, დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.