Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ცოლის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო


თელავში მომხდარ მკვლელობაზე შს სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახურ დანაშაულს, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გარდაცვლილია 48 წლის ქალი. დაჭრილი მამაკაცი კი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ მამაკაცმა ყოფილი მეუღლის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

შემთხვევა თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე დღეს მოხდა. გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ ქალი უკვე წლებია დუბაიში იმყოფებოდა და თელავში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, თუმცა მათ დეტალები არ იციან.

დეტალებზე არ საუბრობს არც შს სამინისტრო.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

XS
SM
MD
LG