Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია ჭავჭავაძის და ილია მეორის სიტყვები ერთი კონსტრუქციის სხვადასხვა მხარეს


დიზაინერმა ქეთევან საქარელმა რადიო თავისუფლებას გომი-საჩხერის გზაზე ცოტა ხნის წინ გადაღებული ფოტოები მიაწოდა.

რკინის კონსტრუქციის ერთ მხარეს, რომელიც ეკლესიას ასახავს, ნახავთ (მართალია, არასწორი თანმიმდევრობით) ილია ჭავჭავაძის „სამ საუნჯეს“: „ენა, მამული, სარწმუნოება“.

ამავე კონსტრუქციის მეორე მხარეს ამოიკითხავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვებს: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

მარიამობის დღესასწაულზე ილია მეორემ მრევლს ამ სიტყვებით მიმართა: „თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ –ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“.

XS
SM
MD
LG